ჩვენს შესახებ
საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაცია დაარსდა 2016 წელს თბილისის ზღვაზე. თბილისის ზღვას გააჩნია აფროსნობის მდიდარი ისტორია, აქ აღიზარდა მრავალი სახელოვანი სპორტსმენი, მათ შორის საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონები.
ჩვენი ასოციაციის მიზანია აფროსნობის ტრადიციების აღდგენა, მათი შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია. ასოციაციის ბალანსზეა სხვადასხვა ზომის 65-მდე საკრეისერო და სპორტული იახტა. ასევე სამაშველო და უსაფრთხოების ინვენტარი.
მისია
საქართვეოში საკრეისერო და სპორტული აფროსნობის განვითარება და პოპულარიზაცია.
ნებისმიერი ასაკის (დაწყებული 8 წლიდან) და პროფესიის ადამიანებისათვის იახტის მართვის შესწავლა.
შესაძლებელია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსების გავლა.
რას გთავაზობთ?
ჩვენს ასოციაციებში ფუნქციონირებს აფროსნობის სპორტული სკოლა ნებისმიერი ასაკის (8 წლიდან ) მსურველებისათვის.
ყველა დაინტერესებული პირი სურვილისამებრ გაივლის როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურსებს. გვყავს გამოცდილი ინსტრუქტორები და მწვრთნელები. ორგანიზაციას გააჩნია როგორც სამაშველო ასევე მწვრთლების და სამსაჯო კატარღები.
სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა იმისათვის, რომ აცილებული იქნეს ნებისმიერი ინციდენტი.
ჩვენი ასოციაცია სისტემატურად (ყოველწლიურად) მართავს შემდეგ რეგატებს.
• ინტეგრირებული რეგატა შშმ პირთა მონაწილეობით
• ასოსციაციის თასის გათამაშება
• ფედერაციის თასის გათამაშება
• დავით ზოდელავას სახელობის თასის გათამაშება